რუსეთში ქსენოფობიური აქციები ეწყობა

მოსკოველების 81% სურს, რომ ცენტრალური აზიელი ემიგრანტების ქვეყნიდან დეპორტი განახორციელდეს
შეერთებული შტატების შემდეგ რუსეთს მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში ემიგრანტი მუშა-მოსამსახურეების რაოდენობით, ეს ციფრი რაოდენობრივად 12 მილიონს შეადგენს. რუსეთში ემიგრირებულ ადამიანთა 10% ცენტრალურ აზიაზე მოდის. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი რუსეთის ქალაქებში არსებულ სიტუაციაზე მოგვითხრობს, სადაც ისტორიულად მცხოვრებ სლავ მოსახლეობასთან ერთად ახალ ჩასულებსაც ხშირად შეხვდებით.

რუსეთი - რუსეთისთვის“ სკანდირებენ დემონსტრანტები.

ყველაზე გავრცელებული შეძახილი ხალხთა ერთიანობის აქციაზე, „რუსეთი -რუსეთისთვის, და მოსკოვი- მოსკოველებისთვის“ იყო.

თუმცა რუსეთში მცხოვრები განსხვავებული მრწამსის და ეროვნების ხალხთა შორის ერთიანობის მოწოდების ნაცვლად, დემონსტრანტები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ სურთ მოსკოვი მალე თეთრკანიანების ქალაქი გახდეს.
ერთ-ერთ ბანერზე იყო წარწერაც „ დღევანდელი მეჩეთი ხვალ საღვთო ომს ნიშნავს“.

ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ამ დამოკიდებულებით ახალგაზრდობა ტოლერანტობის წინააღმდეგ მიდის.

ქალაქის ხელმძღვანელობამ რუსული მარშის მონაწილეები აიძულა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით იმ ადგილას მისულიყვნენ, სადაც მუშათა კლასი ცხოვრობს. აქციამდე, წინა ღამით, ვანდალებმა ქუჩის 500 ბანერი გაანადგურეს. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ წვიმა და ქუჩაში გამოსულ პოლიციელთა დიდი რაოდენობა მათ აქციის გამართვაში ხელს შეუშლიდა.

თუმცა, ამის ნაცვლად ათასობით დემონსტრანტის ნაკადი მეტროსადგურებთან შეიკრიბა და ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან რუსეთში სამუშაოდ ჩასული ემიგრანტების ყოფნა გააპროტესტა.

ვლადიმერ ტორი, რუსეთის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერია, რომელმაც შეკრებილებს 400 წლის წინ პოლონეთიდან შემოსული ადამიანების რუსეთიდან განდევნის ფაქტი შეახსენა.

ვლადიმერ ტორი: საჭიროა ხელისუფლებამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან სავიზო მიმოსვლა დააწესოს, რათა რუსეთის სამხრეთით მდებარე კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის კონტროლი გამკაცრდეს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე - მათ შორის ილია, ფიქრობს, რომ ემიგრანტთა მოზღვავების გამო მოსკოვის იერი შეიცვალა.

ილია : მათზე, ვინც ემიგრანტებს სამუშაოს აძლევს, და რუსეთში არსებული მინიმალური ხელფასის ნახევარს ან ერთ მესამედს უხდის, მკაცრი ჯარიმა შემოიღონ.

ისტორიულად რუსეთის სასაზღვრო ზოლზე სამხრეთ მუსლიმანურ ქვეყნებთან კაზაკები პატრულირებენ. სერგეი, რომელიც კაზაკია ამბობს რომ ემიგრანტებს გასამრჯელოს ნახევარს უხდიან.

სერგეი: რუსეთში სლავების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ემიგრანტების გამო ახლა უმუშევრები არიან.

ხელისულფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმუშევრობამ რუსეთში 5.3 % შეადგინა.

მოსკოვში მუსლიმი ემიგრანტების რაოდენობის გაზრდამ ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებში ის განცდა გამოიწვია, რომ თითქოს ქალაქზე კონტროლი დაიკარგა. ამის უცხოეთის მოქალაქეების დეპორტაცია ხშირად ხდება.

რუსეთის ნაციონალისტი პოლიტიკოსი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელიც კრემლში საკმაოდ მიღებულია, ცოტა ხნის წინ თავის განცხადებით ძალიან შორს წავიდა, ჩინეთში არსებული მოსახლეობის კონტროლის მეთოდის შემოღება მოითხოვა რუსეთის კავკასიის ქვეყნებში.

მან ამ თემაზე რუსეთის სახელმწიფო პირველ არხზე, გადაცემაში „პაედინოკ“ ისაუბრა, რომელსაც ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს.

ვლადიმერ ჟირინოვსკი: კავკასიურმა ოჯახებმა ორ ან სამ შვილზე მეტი არ უნდა იყოლიონ. თუკი ამას ვერ შეძლებენ , მაშინ რეგიონი ციხესიმაგრესავით უნდა შემოღობონ ცეცხლის მავთულხლართებით.

ამის საპასუხოდ, ლუდმილა ალექსეევამ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ვეტერანია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟირინოვსკი თავად უნდა იყოს შემოღობილი ცეცხლის მავთულხლართებით. ის ამბობს, რომ კრემლი სახიფათო სტრატეგიას მიმართავს.

ლუდმილა ალექსეევა: კრემლს ნაციონალური სიძულვილის გაღვივებაში ვადანაშაულებ, რაც ხალხთა შორის ზიზღს იწვევს, და ამით ავტორიტარული მმართველობის განმტკიცება ხდება, თუმცა ეკონომიკური სტაგნაციასაც იწვევს.

ახალგაზრდა ნაციონალისტები, რომლებიც წვიმაში სკინჰედების ბენდთან ერთად ორშაბათს ქუჩაში ცეკვავდნენ, შეიძლება რუსული ქსენოფობიის ყველაზე მაღალ მწვერვალად მივიჩნიოთ.

ოქტომბერში, ლევადას მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით მოსკოველების 81%-მა დააფიქსირა პოზიცია, რომ სურთ ცენტრალური აზიელი ემიგრანტების ქვეყნიდან დეპორტი განახორციელონ. ხოლო 84%-მა განაცხადა, რომ სურს რუსეთმა კავკასიის სუბსიდირება შეწყვიტოს.

როგორც ჩანს, რუსეთის პოსტ-საბჭოთა თაობა ნაციონალისტური შეხედულებებით გაიზარდა.