ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ეთნიკური რეიდი მოსკოვში


რუსეთის დედაქალაქში 1200-ზე მეტი ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან ჩასული მიგრანტი დააკავეს

დღეს მოსკოვში მოწყობილ რეიდში პოლიციამ ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან ჩასული 1200-ზე მეტი მიგრანტი დააკავა. რეიდი რამდენიმე დღით ადრე მოწყობილ საპროტესტო აქციას მოჰყვა თან, რომელიც დედაქალაქის ულტრანაციონალისტმა აქტივისტებმა რუსი ეროვნების 25 წლის მამაკაცის მკვლელობის გამო მოაწყვეს.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საწყობში სავარაუდოდ სწორედ ის ეჭვმიტანილი ადამიანი მუშაობდა, რომელმაც მომიტინგეთა აზრით, რუსი ახალგაზრდა მოკლა. ულტრანაციონალისტების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია ხუთშაბათს ძალადობით დასრულდა. დემონსტრანტებმა მანქანები გადააყირავეს და პოლიციასაც წინააღმდეგობა გაუწიეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი დააპატიმრეს, თუმცა სულ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG