რუსეთმა განცხადება შეერთებულ შტატებთან არალეგალური ნარკოტიკების კონტროლის შესახებ მიღებული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ გააკეთა. ეს ბოლო ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების დემონსტრატიულად დატოვების მთელი სერიიდან.
ბრძანებას პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი აწერს ხელს და ის სამთავრობო ვებგვერდზე ამ დილით გამოჩნდა. მიზეზად „თანამედროვე რეალობების გაუთვალისწინებლობა და პოტენციალის ამოწურვა“ სახელდება.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები რამდენიმე დღის წინ რუსეთთან სამოქალაქო საზოგადოებების მუშაობის ხელშემწყობი ერთობლივი ხელშეკრულებიდან გამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა პარასკევს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელებული წნეხით ახსნა.