რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა შეერთებული შტატების ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ესაუბრა
პრეზიდენტ ობამას პირველი ვადის დროს მოსკოვთან ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკა კონკრეტული შედეგებს დაეფუძნა. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო შორი რადიუსის ბირთვულ არსენალზე ახალი ხელშეკრულების გაფორმება იყო. ასევე ანალიტიკოსები ირანის საკითხში რუსეთის მკაცრ პოზიციასაც ახსენებენ. მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოზე თეირანის მიმართ სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. ეს კი ის პოლიტიკა იყო, რომელსაც ირანის ბირთვული პროგრამის გამო შეერთებული შტატები და დასავლეთი ითხოვდა.

კლინტონის ადმინისტრაციის დროინდელი თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ირანზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს.
„სხვაგვარად ჩვენ რეგიონში არასტაბილურობის მოწმე გავხდებით და გააქტიურდება საკითხი მომავალში სამხედრო ჩარევის შესახებ. ვფიქრობ, ამას ადგილი არ ექნება, თუმცა ყველა ქვეყანამ უნდა აჩვენოს ინტერესი ამის პრევენციისთვის, ამაში უნდა ჩაერთონ რუსეთი და ჩინეთიც,“ - ამბობს კოენი.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის კიდევ ერთი შედეგი ავღანეთის საკითხში თანამშრომლობა იყო, როდესაც მოსკოვმა ამერიკულ ძალებს საჰაერო ტრანზიტი დაუთმო.

გზის გარდა, რუსეთმა შეერთებულ შტატებს ულიანოვსკის სამხედრო ბაზაც გადასცა, რომელიც ყაზახეთიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის ლოგისტიკურმა დახმარებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთის ოპერაციაში.
ბრენტ სკოუკროფტი პრეზიდენტების ჯერალდ ფორდის და ჯორჯ ბუში უფროსის დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო. ის ამბობს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ერთმანეთის მტრები აღარ არიან, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო.
„თუკი მსოფლიოს თვალს გადაავლებთ, არ არსებობს უკვე ის სფეროები სადაც რუსებთან ან ჩინელებთან გარდაუვალი კონფრონტაცია და კონფლიქტი შეიძლება გვქონდეს. ჩვენ ამისგან სარგებელი უნდა მივიღოთ,“ - ამბობს სკოუკროფტი.
პოზიტიური განვითარების მიუხედავად, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში უთანხმოების საკითხებიც არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი სირიის კონფლიქტია. იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ობამა სირიის ლიდერს ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს, მოსკოვი დამასკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გაეროს უშიშროების საბჭოში ბლოკავს. თუმცა, ბოლო დროს, მოსკოვმა ასადის რეჟიმისგან დისტანცირების ნიშანიც გამოავლინა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ სირიის ლიდერი ნელნელა კარგავს კონტროლს ქვეყანაზე, რამაც შეიძლება ოპოზიციის გამარჯვება გამოიწვიოს.

უთანხმოების კიდევ ერთი სფერო ევროპაშო ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებაა. მოსკოვს არ ჯერა ვაშინგტონის მტკიცების, რომ ეს სტრატეგია მის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ობამა საკმარისად მკაცრი არ არის, როდესაც საკითხი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ეხება.
მათ შორისააა ჯონ ბოლტონი, რომელიც ჯორჯ ბუშის დროს გაეროში ამერიკის ელჩად მსახურობდა.

„ეს არის პუტინის ნდობის საზომი, რომ მას შეუძლია იმოქმედოს ამერიკისგან საპასუხო ნაბიჯის გარეშე. ამან გაუადვილა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა, ეკონომიკური სფეროზე გავლენის დამყარება და ავტორიტარიზმის დამყარება, რომელიც ძალიან ძლიერ ცენტრალურ მთავრობას ეფუძნება,“ - ამბობს ბოლტონი.
ანალიტიკოსების განცხადებით, საინტერესოა, ისევე მნიშვნელოვანი იქნება თუ არა რუსეთთან ურთიერთობა პრეზიდენტ ობამასთვის, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში იყო.