ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი დემოკრატი სენატორი სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკის სამიზნეა


In this image from Senate Television, Sen. Kyrsten Sinema, D-Ariz., speaks on the floor of the U.S. Senate on Jan. 13, 2022.
In this image from Senate Television, Sen. Kyrsten Sinema, D-Ariz., speaks on the floor of the U.S. Senate on Jan. 13, 2022.

აქტივისტების ჯგუფების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული სენატორები კაპიტოლიუმში ბრუნდებიან. მათზე მძლავრი წნეხია, რათა წესები შეცვალონ და დაძლიონ რესპუბლიკელთა ფილიბასტერი, რომელმაც საარჩევნო საკანონმდებლო ინიციატივაზე კენჭისყრა უიმედოთ გაყინა. ფილიბასტერი პროცედურაა, რომელიც წელავს დებატებს საკითხზე, რათა ინიციატივისთვის კენჭისყრა გაჭიანურდეს.

კანონპროექტი, რომელზეც მხარეები დებატობენ, ხმის მიცემის პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სავალდებული წარდგენის გარეშე, რადგან აცხადებენ, რომ მოწყვლად ჯგუფებს მოწმობის მიღება უჭირთ. დემოკრატების დიდი ნაწილი კანონპროექტს მხარს უჭერს, თუმცა რესპუბლიკელები ცვლილებებს არ ეთანხმებიან.

სენატმა საარჩევნო კანონპროექტზე დებატები სამშაბათს უნდა განაახლოს და ყურადღება ორ საკვანძო დემოკრატზე - არიზონელ კირსტენ სინემაზე და დასავლეთ ვირჯინიელ ჯო მანჩინზე იქნება გამახვილებული, რომლებიც მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე კრიტიკის სამიზნე იყვნენ იმის გამო, რომ ამ ცვლილებას არ ემხრობიან.

ეს იქნება სენატის მეხუთე მცდელობა, ამ მოწვევის კონგრესმა კანონპროექტი მიიღოს. პარალელურად, საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალური პირები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ ცალკეულ შტატში, ახალი კანონები ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხმის მიცემას უფრო გააძნელებს.

დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, მაგრამ ინიციატივა სენატში გაიჭედა, სადაც მას რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან. სენატში ხმების 50-50 განაწილებით, დემოკრატებს მცირე უპირატესობა აქვთ - ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ხმების 1-ით გადაწონა შეუძლია, მაგრამ მათ არ აქვთ 60 ხმა, რომელიც რესპუბლიკელების ფილიბასტერის დასაძლევადაა საჭირო.

XS
SM
MD
LG