ჯო ბაიდენის მიერ ამერიკის პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან ერთი წელი გადის და მისი პირველი ვადის ამოწურვამდე სამი წელი რჩება. ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ზოგიერთ მის წამოწყებას თუ შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგს, შესაძლოა, უფრო მოკლე ვადა ჰქონდეს.
თეთრ სახლს ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი კანონების ნაწილი დაამტკიცოს, მაგალითად "ავაშენოთ, აღვადგინოთ, გავაუმჯობესოთ" გეგმა.
2022 წლის ნოემბერში ამერიკაში შუალედური არჩევნები გაიმართება. დემოკრატებმა შესაძლოა კონგრესში უმრავლესობა დაკარგონ და ისეთმა კანონპროექტებმაებმა, როგორიცაა მაგალითად 2 ტრილიონიანი საკანონმდებლო პაკეტი საყოველთაო სკოლამდელი აღზრდისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე, შესაძლოა დღის სინაღლე ვერ ნახონ.
დემოკრატენი იმედოვნებენ, რომ კონგრესის ორივე პალატაში მცირე უმრავლესობას მაინც შეინარჩუნებენ.
2022 წლის ნოემბერში ამერიკა კონგრესის 435-ივე წევრს და სენატის წევრთა ერთ მესამედს ირჩევს. მათ შორის არჩევნები ჩატარდება ზოგიერთ ძლიერ კონკურენტულ საარჩევნო ოლქშიც - არიზონაში, ჯორჯიასა და ნევადაში. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ხშირად შუალედურ არჩევნებში წარმატებული არაა და ამიტომ პირველი პერიოდი მოქმედი პრეზიდენტისთვის საკუთარი ინიციატივების დასამტკიცებლად საუკეთესო დროა.
Facebook Forum