ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი აშშ-ის დედაქალაქში შეხვედრებს იწყებს


უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკის შემდეგ ახლა უკვე ამერიკის დედაქალაქში იმყოფება და შეხვედრებისთვის ემზადება. ვოლოდიმირ ზელენსკის ცოტა ხანში ამერიკის კონგრესში ელოდებიან, სადაც ის როგორც დემოკრატ ასევე რესპუბლიკელ კანონმდებლებს შეხვდება.

ეს ზელენსკის რიგით მეორე ვიზიტია ამერიკის შეერტებული შტატების დედაქალაქში, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება რესპუბლიკური პარტიის წევრს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს კევინ მაკარტის, სადაც განხილული იქნება აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის სხვა დეტალები.

დღის განმავლობაში ზელენსკი შეხვედრას გამართავს პენტაგონშიც, სადაც ის პირადად შეხვდება თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს. შეხვედრაა დაგეგმილი თეთრ სახლშიც სადაც ზელენსკის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უმასპინძლებს.

თეთრ სახლში შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, სამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი კირბი ამბობს, რომ ეს დახმარება „მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უკრაინის კონტრიერიშზე“.

ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებთან უკრაინისთვის ამერიკული დახმარების გამოყოფაზეც დადებით გავლენას იქონიებს.

ამერიკის კონგრესის რესპუბლიკელ წევრთა ნაწილი უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ეწინააღმდეგება, მათ შორის არის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტიც, რომელიც დღეს უკრაინის პრეზიდენტს თავად შეხვდება.

ზელენსკიმ ტელეკომპანია "სიენენ"-თან საუბრის დროს თქვა, რომ ის შეეცდება კანონმდებლებს აუხსნას რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის დახმარებას უკრაინისთვის. ექსკლუზიური ინტერვიუში მან უკვე გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის არაერთხელ გადაუხადა მადლობა ამერიკელ ხალხს, კონგრესს და ბაიდენის ადმინისტრაციას. ზელენსკი ამბობს, რომ ახლა როცა უკრაინის კონტრშეტევა მიმდინარეობს აუცილებელია დახმარება გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტი აქვე განმარტავს, რომ შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები უმნიშვნელოვანესია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG