პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონის მზერას შუა აზიისკენ მიმართავს. დიდი ხანია დასავლეთს ბრალს სდებენ, რომ ამ რეგიონს, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და რუსეთს და ჩინეთს ესაზღვრება, ის ყურადღებას არ უთმობს.
სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, ბაიდენი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერებს შეხვდა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან კავშირებს აგრძელებენ და ჩინეთთან ეკონომიკურ და დიპლომატიურ კავშირებს ზრდიან.
ბაიდენმა ამ დონეზე პირველად შემდგარ შეხვედრას C5+1 დიპლომატიური პლატფორმა უწოდა და როგორც „ისტორიული მომენტი, რომელიც წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.“
„დღეს ჩვენი თანამშრომლობა ახალ სიმაღლეზე აგვყავს,“ თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ამ ძალისხმევაში შევა კონტრტერორისტულ საქმიანობაში თანამშრომლობა, რეგიონში უსაფრთხოების გაზრდილი ამერიკული დაფინანსება, ამერიკულ კერძო სექტორთან ახალი ბიზნეს კონტაქტები და „კრიტიკული მინერალების შესახებ პოტენციური ახალი დიალოგი.“
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ამ ჯგუფის ხანმოკლე ურთიერთობის დროს, ხუთი ლიდერიდან ჟურნალისტებს არცერთი არ ესაუბრა.