ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაზე ისაუბრა ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან? 


"ზელენსკიმ გვთხოვა სამხედრო თვითმფრინავები,"- ამბობენ ამერიკელი სენატორები, რომლებმაც დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ონლაინ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ამერიკელ კანონმდებლებსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის "ზუმში" მიმდინარეობდა. როგორც სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატიული პარტიიდან, ჩაკ შუმერი ამბობს უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკისგან სამხედრო თვითმფრინავები მოითხოვა.

"მან სასოწარკვეთით გვთხოვა სამხედრო თვითმფრინავები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ადმინისტრაციას მიაწოდოს უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები,"- ამბობს შუმერი.

გარდა ამისა, ტლეეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის გამკაცრება სთხოვა. ასევე, მადლობა გადაუხადა ამერიკას გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სენატოროებს სთხოვა, შეერთებულმა შტატებმა სანციქბი უფრო გააფართოვოს და გავრცელდეს, მათ შორის, რუსულ ენერგორესურსებზე. ასევე მოითხოვს, ყველა კომერციული ტრანზაქციის შეჩერებას.

სენატორებს უკრაინის პრეზიდენტმა ასევე სთხოვა, უკრაინის საჰაერო სივრცეში, ფრენის აკრძალული ზონის დაწესება.

"ამერიკა მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს არაპროვოცირებული თავდასხმა,"- დაწერა "ტვიტერზე”, ვოლოდომირ ზელენსკისთან ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ, სენატორმა ბენ კარდინმა.

ონლაინ შეხვედრას ამერიკის სენატის ყველა წევრი, როგორც რესპუბლიკური პარტიიდან ასევე დემოკრატიული პარტიიდან ესწრებოდნენ. შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ონლაინ შეხვედრა ვაშინგტონის დროით, 9:30 საათზე დაიწყო.

"გვაქვს შეხვედრა ზელენსკისთან,"- დაწერა შეხვედრის მიმდინარეობის დროს ამერიკელმა სენატორმა ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიომ.

XS
SM
MD
LG