ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან ევაკუაცია არ დაწყებულა - წითელი ჯვარი


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ შაბათს მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია არ დაწყებულა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს მხარეებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სხვადასხვა ქალაქებიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გამოსვლის შესახებ“ - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.

მანამდე, უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, მარიუპოლიდან დაახლოებით 200 000 ადამიანის, ვოლნოვახადან კი 15 000 ადამიანის ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო. ცეცხლის შეწყვეტის გარანტი კი წითელი ჯვარი იყო.

გაეროს სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში ხელახლა შეიჭრა, მინიმუმ 351 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 707 კი დაიჭრა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს დადასტურებული მონაცემებია, თუმცა მსხვერპლთა და დაშავებულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ „ბევრად მაღალია“

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის უმრავლესობა, ასაფეთქებელი იარაღით იყო გამოწვეული, რომელსაც ფართო დარტყმის არეალი აქვს.

„OHCHR თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ბოლო დღეებში. რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გვიანდება და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას“ - აცხადებს სადამკვირვებლო მისია.

XS
SM
MD
LG