რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის „გაბრაზებული განცხადებები“, უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების თაობაზე, მოლაპარაკებების შესახებ ოპტიმიზმს არ იწვევს.
„ზელენსკის მუდმივი გაბრაზებული განცხადებები ოპტიმიზმს არ იწვევს. მას ახლახან ნატოს საბჭოს მიმართ გაუჩნდა ბრალდებები, უხეში იყო კურატორების მიმართ, ადანაშაულებდა მათ უმოქმედობაში. ასე რომ, მე მაქვს კითხვა - თუ ის იმდენად ნაწყენია, რომ ნატომ მის ნაცვლად მოქმედებებზე უარი თქვა, ზელენსკი კონფლიქტის მოგვარებას ნატოს ჩართვით იმედოვნებდა და არა მოლაპარაკების გზით? გამოდის, რომ მას არ ესმის მუდმივი განცხადებები ვაშინგტონიდან, პარიზიდან, ბერლინიდან და სხვა დედაქალაქებიდან, რომ ნატო არ აპირებს ამ კონფლიქტში ჩარევას. ის ცდილობს კონფლიქტის პროვოცირებას ნატოსა და რუსეთს შორის“ - აცხადებს ლავროვი.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ იგი ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოლაპარაკებები "აზრიანი" იქნება.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება შესაძლოა არ უშვებს სამოქალაქო პირების ევაკუაციას ქალაქ მარიუპოლიდან, ადრე შეთანხმებული ჰუმანიტარული დერეფნებით.
ამასთან, ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს სურ შეერთებული შტატებისგან მიიღოს წერილობითი გარანტიები, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები, არ დააზარალებს გლობალურ ძალებთან მის თანამშრომლობას, ირანთან 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის აღდგენასაც ვაშინგტონი და თეირანი ცდილობს.