პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარასკევს, ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვადიმ პრისტაიკო თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღით წინ უსწრებდა ელჩის მიერ, პრეზიდენტ ზელესკისადმი გამოთქმული საჯარო კრიტიკა.
პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ პრისტაიკო ასევე გაათავისუფლეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის წარმომადგენლის პოსტიდან. თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ნახსენები არ არის.
გასულ კვირაში, „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში პრისტაიკოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის შენიშვნების შესახებ ჰკითხეს. უოლასმა განაცხადა, რომ კიევმა, თავისი მოკავშირეების მიმართ, იარაღის მიღებისთვის მეტი მადლიერება უნდა გამოხატოს.
ზელენსკიმ აღნიშნულს უპასუხა და თქვა, რომ უკრაინა ბრიტანეთის, როგორც მტკიცე მოკავშირის მიმართ, ყოველთვის მადლიერია. ბრიტანული მედიის მიხედვით, მან ასევე თქვა, რომ უოლასმა მას უნდა აცნობოს, როგორ გამოხატოს თავისი მადლიერება და „როგორ ავდგეთ დილით და მადლობა ვუთხრათ მინისტრს“.
კითხვაზე, იყო თუ არა ზელენსკის კომენტარი სარკასტული, პრისტაიკომ „სკაის“ განუცხადა, რომ განცხადებაში "ცოტა სარკაზმი" იყო.
„არ ვფიქრობ, რომ ეს სარკაზმი სასარგებლოა“ - თქვა მან და დასძინა, რომ რუსებმა „უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერთად ვმოქმედებთ“.
ზელენსკის ბრძანებაში არ იყო ნათქვამი, ვინ ჩაანაცვლებს 53 წლის პრისტაიკოს, რომელიც გამოცდილი დიპლომატია და ბრიტანეთში ელჩის პოსტს სამი წლის განმავლობაში იკავებდა.
Facebook Forum