ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს საკუთარ ხალხთან


ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი საქართველოში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

"მე მესმის, რატომ განაწყენდნენ ქართველები გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით... ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ არ მინდა ვხედავდე დაშავებულ მშვიდობიან მოქალაქეებს. არ მინდა ვნახო, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ტაქტიკას იყენებენ."

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ყოფილმა დიპლომატმა თქვა, რომ "ორივე მხარეს მოვუწოდებ არ მიმართონ ძალადობის ტაქტიკას. ასევე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს საკუთარ ხალხთან, ვინც მომხდარს უბრალოდ მშვიდობიანად აპროტესტებს და მათ აქვთ ამის უფლება."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG