პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ რეზინის ტყვიები გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მისდით ადამიანებს გული პარლამენტის წინ, ჩანს სისხლიანი ჭრილობები მომიტინგეების სხეულზე.
გაზის ყუმბარების გაშვების შემდეგ მომიტინგეების უმრავლესობამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა, თუმცა ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცავები ისევ ისვრიან ცრემლსადენი გაზს, ხოლო აქციის მონაწილეები მათი მისამართით ბოთლებსა და სხვა ნივთებს ისვრიან. დაშავებული ადამიანები ადგილზე მობილიზებულ სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაჰყავთ. გრძელდება ხელჩართული დაპირისპირება. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან დაბრუნებას ცდილობს და პოლიცია გაზის ყუმბარების სროლას აგრძელებს.
Facebook Forum