მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემია წელს ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შეანელებს.
ბანკმა ორშაბთს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რეგიონში მხოლოდ 2.1 %-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. 2019 წელს ეს ციფრი 5.8 % იყო. თუმცა პროგნოზი განსხვავებულია, -0.5 % - თუკი ეპიდემია 2021 წელსაც გაგრძელდება.
მსოფლიო ბანკი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის 6.1 %-იდან 2.3 %-მდე შენელებას ვარაუდობს, მაგრამ ყველაზე უარეს შემთხვევაში, ზრდის არც 0.1 % -მდე შემცირებას გამორიცხავს.
მსოფლიო ბანკის წინა პროგნოზების თანახმად, 2020 წელს რეგიონში 35 მილიონი ადამიანი სიღარიბეს თავს დააღწევდა, თუმცა ახლანდელი შეფასებებით, თუკი ეპიდემია გაგრძელდება, სიღარიბეში შესაძლოა დამატებით, 11 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს.
Facebook Forum