ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის მეტროში პოლიციამ ესროლა ქალს, რომელიც ყვიროდა "თქვენ ყველანი მოკვდებით”


პარიზის პოლიციამ სამშაბათს დილით მეტროსადგურში ესროლა და მძიმედ დაჭრა ჰიჯაბში გამოწყობილი ქალი, რომელიც იმუქრებოდა და ყვიროდა "ალაჰ აკბარ" და "თქვენ ყველანი მოკვდებით", - განაცხადა პარიზის პოლიციის უფროსმა ლორან ნუნესმა.

საფრანგეთში განსაკურებითაა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ, რაც 13 ოქტომბერს სკოლის მასწავლებელი ისლამისტური თავდასხმის შემდეგ მოკლეს. ოფიციალური პირები მომხდარს უკავშირებენ ისრაელ-ღაზას ომთან დაკავშირებულ "ჯიჰადისტურ ატმოსფეროს".

ქალს ფრანსუა-მიტერანის სადგურზე ესროლეს. მგზავრებმა განაცხადეს რომ ის "აგრესიულ, ჯიჰადისტურ კომენტარებს გამოთქვამდა". ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა ოლივიე ვერანმა გაავრცელა.

როდესაც პოლიცია მივიდა, "მათ ქალი გვერდით გაიყვანეს და ჯერ სთხოვეს დამშვიდებულიყო, ასევე თხოვეს ეჩვენებინა ხელები, რათა ისინი დარწმუნებულიყვნენ რომ ის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენდა", - დასძინა მან.

„რაც მოხდა, იყო ის, რომ, შექმნილი სიტუაციის საფრთხის გათვალისწინებით, სამართალდამცავებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ცეცხლი გაეხსნათ ამ ქალისთვის, ",- ამბობენ საფრანგეთის მთავრობაში.

სახანძრო სამსახურში, რომელიც ქალს სასწრაფო დახმარებას უწევდა, აცხადებენ, რომ მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს. იგი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საჭირო დახმარებას უტარებენ. პოლიციის უფროსი ამბობს, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პოლიციაში ამბობენ, რომ ქალის ვინაობა ჯერ არაა დადასტურებული. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ის შეიძლება იყოს იგივე ადამიანი, რომელიც 2021 წელს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველებს ემუქრებოდა, რის შემდეგად ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს.

XS
SM
MD
LG