ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის განცხადებით, მისი ძალები "ჰამასს" ღაზის გვირაბებში დაესხა თავს


ისრაელელი ჯარისკაცები ღაზის სექტორში - ფოტოს ისრაელის ჯარი ავრცელებს და დათარიღებულია 2023 წლის 31 ოქტომბრით.
ისრაელელი ჯარისკაცები ღაზის სექტორში - ფოტოს ისრაელის ჯარი ავრცელებს და დათარიღებულია 2023 წლის 31 ოქტომბრით.

ისრაელმა განაცხადა, რომ მისი ძალები, პალესტინურ ანკლავ ღაზის ქვეშ მდებარე გვირაბების ქსელში, „ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს დაუპირისპირდა.

ღაზის ქვეშ არსებული გვირაბები, ისრაელის მთავარი სამიზნეა. ღაზის მმართველი „ჰამასის“ გაცხადებული განადგურების მიზნით, ისრაელი სახმელეთო ოპერაციებს აფართოებს. ისრაელმა „ჰამასს“ 8 ოქტომბერს გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, გასამხედროებული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ისრაელს და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცეს, ნაწილი კი მძევლად წაიყვანეს.


„ბოლო დღის განმავლობაში, გაერთიანებულმა IDF-მა (ისრაელის თავდაცვის ძალებმა) დაარტყა დაახლოებით 300 სამიზნეს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და რაკეტების გამშვებ პუნქტებ გვირბაბებში. ასევე, სამხედრო შენაერთები მიწისქვეშა გვირაბებში, რომლებიც „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნის“, - აცხადებენ ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირები.

მათივე განცხადებით, „ჰამასის“ წარმომადგენლებმა, საპასუხო დარტყმები ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით და ტყვიამფრქვევის ცეცხლით უპასუხეს.

„ჯარისკაცებმა მოკლეს ტერორისტები და საჰაერო ძალები, სამიზნეებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე, რეალურ დროში დარტყმებისკენ მიმართეს“, - განაცხადეს ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა.

სამშაბათს თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ასევე დაბომბეს ღაზის სექტორი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდასხმების დროს, დაარტყეს ანკლავის სანაპირო ჩრდილო-დასავლეთის რაიონებს.

ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა გაათავისუფლეს ჯარისკაცი "ჰამასის" ტყვეობიდან.

ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ისრაელიდან გატაცებული 240 მძევლიდან, ამ დრომდე, ოთხი გაათავისუფლა. ითვლება, რომ ბევრი მძევალი გვირაბებშია დაკავებული.

ღაზის ჯანდაცვის ორგანოები ამბობენ, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 8 306 ადამიანი, მათ შორის 3 457 არასრულწლოვანი დაიღუპა. გაეროს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზას 2,3 მილიონიანი მშვიდობიანი მოსახლეობის 1,4 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა, ისრაელზე თავდასხმისას, 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. 1997 წლიდან, აშშ-ს „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG