ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟი ჯაშუშობის ბრალდებას აღიარებს და თავისუფლებას მოიპოვებს


WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ოთხშაბათს აღიარებს ბრალს შეერთებული შტატების ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაში. ეს შეთანხმების ნაწილია, რომელიც გაათავისუფლებს მას 14-წლიანი ბრიტანული სამართლებრივი ოდისეის შემდეგ და საშუალებას მისცემს სახლში, ავსტრალიაში დაბრუნდეს.

52 წლის ასანჟი დათანხმდა დანაშაულის აღიარებას ერთი დანაშაულის ჩადენაში - ამერიკის ეროვნული თავდაცვის საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებისა და გამჟღავნების შეთქმულებაში,- ნათქვამია ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ამერიკის საოლქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ გარიგებით ასანჟის იურიდიული საგა დასრულდება. ასანჟმა 5 წელზე მეტი გაატარა ბრიტანეთის მაღალი უსაფრთხოების ციხეში, ხოლო შვიდი წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში, ის შვედეთში მისთვის წარდგენილი სექსუალური დანაშაულებებისა და ამერიკაში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა. ამერიკაში მას სისხლის სამართლის 18 ბრალი წაუყენეს.

ამერიკის მთავრობა ასანჟს განიხილავდა, როგორც ბოროტმოქმედს, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მისი ჯარისკაცების და უსაფრთხოების თანაშრომლების სიცოცხლეს WikiLeaks-ის მიერ ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების მასობრივი გამოქვეყნების გზით. ეს ამერიკის სამხედრო ისტორიაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი დარღვევის შემთხვევაა.

მაგრამ ზოგიერთი პრესის თავისუფლებს დამცველისა და მისი მხარდამჭერებისთვის, მათ შორის მსოფლიო ლიდერების, ცნობილი სახეებისა და რამდენიმე გამოჩენილი ჟურნალისტისთვის, ის არის გმირი არასწორი ქმედებებისა და სავარაუდო ომის დანაშაულების გამოვლენისთვის.

ოთხშაბათს, ასანჟს 62 თვიანი პატიმრობა უნდა მიესაჯოს, რომელიც უკვე მოიხადა. მოსმენა საიპანში, ჩრდილოეთ მარიანის კუნძულებზე ჩატარდება.

პროკურორების თქმით, ამერიკის ტერიტორია წყნარ ოკეანეში შეირჩა იმის გამო, რომ ასანჟი ეწინააღმდეგებოდა ამერიკის კონტინენტზე გამგზავრებას და იმიტომაც, რომ ეს ტერიტორია ავსტრალიასთან, ასანჟის სამშობლოსთან ახლოა.

ავსტრალიაში დაბადებულმა ასანჟმა ორშაბათს დილით დატოვა ბელმარშის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხე და მოგვიანებით თვითმფრინავში ჩაჯდა, თქვა მისმა მეუღლემ, სტელა ასანჟმა.

XS
SM
MD
LG