ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიან ასანჟმა ამერიკაში ექსტრადიციის გასაჩივრების საქმეზე უარი მიიღო


"ვიკილიქსის" დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა, რომელიც ამერიკაში ბრიტანეთიდან ექსტრადიციის სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, საქმე წააგო. საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების გამო, შეერთებულ შტატებში ასანჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უარის მიუხედავად, ასანჟი აპირებს, რომ მომავალ კვირას ახალი სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.

51 წლის ასანჟის წინააღმდეგ, ამერიკაში 18 სხვადასხვა ბრალდებითაა საქმე აღძრული, რაც "ვიკილიქსის" ვებგვერდზე, ამერიკის კონფიდენციალური სამხედრო ჩანაწერების და საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გასაჯაროებას უკავშირდება.

ბრიტანეთმა გადაწყვიტა ამერიკის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და ასანჟის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ნებართვა გასცა. ლონდონის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მიზეზი იმისა, თუ რის საფუძველზეც არ შეიძლება მისი ექსტრადაცია.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯულიან ასანჟის მეუღლე, სტელა ასანჟი ამბობს, რომ კიდევ ერთი სასამართლო მოსმენა მომავალ კვირას გაიმართება, სადაც ასანჟი გაასაჩივრებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

"იმედს ვიტოვებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გავიმარჯვებთ და ჯულიანის ექსტრადიცია ამერიკაში არ მოხდება, სადაც მას ისეთი ბრალდებები აქვს წაყენებული, რომ შესაძლოა, მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის გატარება ციხეში მოუწიოს",- წერს სტელა ასანჟი "ტვიტერზე".

XS
SM
MD
LG