ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფექციური დაავადებების 70 პროცენტზე მეტი შესაძლოა ველური ცხოველების ბაზრებიდან ვრცელდებოდეს


საერთაშორისო სააგენტოები, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანებში ახალი ინფექციური დაავადებების 70 პროცენტზე მეტი ველური ძუძუმწოვრების ბაზრებიდან ვრცელდებოდეს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების თქმით, იმ ქვეყნებში სადაც ბაზრებში ცოცხალი ველური ცხოველების გაყიდვა ხდება, ეს პროცესი უნდა შეწყდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ვირუსების და პათოგენების 70 პროცენტი ცხოველთა სამყაროდან მოდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბაზრებში გარეული ცხოველების გაყიდვა შეწყდეს ,“- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი, ფადელა ჩაიბა.

არსებობს ვარაუდი, რომ კოვიდ 19-იც სწორედ ვუჰანის ეგზოტიკური ცხოველების ბაზრიდან გავრცელდა. თუმცა მეცნიერებს მეტი კონკრეტიკის გაკეთება ამ დრომდე არ შეუძლიათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ამბობენ, რომ კოვიდ 19 ღამურიდან ადამიანს კიდევ ერთი ცხოველის გავლით გადაეცა. თუმცა მეცნიერებს უჭირთ თქვან, რომელია ეს ცხოველი.

ველური ცხოველების ბაზრები აზიაში პოპულარულია. ასეთი ტიპის ბაზრებში იყიდება როგორც ველური ცხოველები, ასევე მათი ხორცი და არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები.

მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირად გასაყიდი ველური ცხოველების ხორცთან ახლოს, გალიაში მოთავსებულია ცოცხალი გარეული ცხოველი, რომელსაც შეუძლია გასაყიდი ხორცი დააბინძუროს სხვადასხვა გზით. არ არის გამორიცხული სწორედ ასე მოხდა კოვიდ 19-ის გადადება ღამურიდან რომელიმე ცხოველზე და შემდეგ ადამიანზე.

კოვიდ19-ის გავრცელების შემდეგ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, შეამცირა იმ ცხოველთა რაოდენობაც, რომელთა გაყიდვაც ველური ცხოველების ბაზარში ხდება.

2020 წელს ჩინეთმა, ზოგიერთ პროვინციაში, ძაღლის ხორცის გაყიდვაც აკრძალა.

ველური ცხოველების ბაზარები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:37 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG