ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინის რიტორიკა უკვე ძალიან გაიცვითა. მან გასულ კვირას, ახალი ტიპის „უძლეველი“ ბირთვული შეიარაღება დააანონსა.
„პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა ის, რაც ამერიკის მთავრობამ დიდი ხანია იცის და რასაც რუსეთი ყოველთვის უარყოფდა. რუსეთი ათწლეულის მანძილზე მუშაობს შეიარაღების სისტემებზე და ეს არსებული შეთანხმებების დარღვევაა“, - ამბობს სარა სანდერსი, თეთრი სახლის პრესსპიკერი.
პუტინის თქმით, ახალი ტიპის იარაღს - რაშიც ბირთვული ფრთოსანი რაკეტა, ბირთვული წყალქვეშა დრონი და ჰიპერ-ბგერითი რაკეტა შედის - შეუზღუდავი რადიუსი აქვს და მარტივად შეუძლია ამერიკის ჰაერ-საწინააღმდეგო ფარის გარღვევა.
„ჩვენ დიდი ხანია რუსეთს ვაკვირდებით. ეს არ გაგვკვირვებია. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სრულიად მზად ვართ“, - აცხადებს დანა ვაითი, პენტაგონის პრესსპიკერი.
დებატების საგანია ცვლის თუ არა ეს იარაღი მოცემულობას.
„ეს ეფექტური ნაბიჯია, იმ კუთხით რომ რუსეთი ხელახლა იპყრობს ყურადღებას, როგორც პოტენციური საფრთხე“ , - აცხადებს სიმ ტაკი, სამხედრო მიმომხილველი.
ამერიკის სამხედრო და დაზვერვის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რუსეთის მიზანი იყოს მთავარი მოთამაშე მსოფლიო ასპარეზზე პუტინის სირიასა და უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზია.
და გასულ კვირას მან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ის რის თავიდან აცილებასაც ცდილობდით თქვენი პოლიტიკით, უკვე განხორციელდა. თქვენ ვერ მოახერხეთ რუსეთის შეკავება“, - თქვა პუტინმა.
Facebook Forum