რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ახალი ტიპის ბირთვული იარაღი გამოსცადეს. მისი თქმით, მათ შორისაა ფრთოსანი რაკეტაც, რომელსაც შეუზღუდავი დიაპაზონი აქვს და შეუძლია გაარღვიოს ნებისმიერი ანტისარაკეტო სისტემა.
ვლადიმირ პუტინმა დღეს მოსახლეობას ყოველწლიური სიტყვით მიმართა. 18 მარტს კი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. პუტინი ახლა პრეზიდენტობის მესამე ვადას ასრულებს და სავარაუდოდ, ამ პოსტს მომდევნო 6 წლის ვადითაც დაიკავებს.
ფრთოსანი რაკეტის გარდა, პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა გამოსცადა გაუმჯობესებული, უფრო ძლიერი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც, რომელსაც უფრო გრძელი რადიუსი აქვს და უფრო მძიმე ქობინის გადატანა შეუძლია, ვიდრე მის წინამორბედს.
ვლადიმირ პუტინმა ასევე პირობა დადო, რომ მომდევნო საპრეზიდენტო ვადისას რუსეთში სიღარიბე შემცირდება და იმის ნახევარი გახდება, რაც ახლაა. მან ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური მიღწევების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის, ისაუბრა ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც.
Facebook Forum