სან-ფრანცისკოდან ჰონგ-კონგისკენ მიმავალმა კომერციული თვითმფრინავის მგზავრებმა ჩრდილო კორეის ბალისტიკური რაკეტები დაინახეს - უთხრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვანკუვერში, კანადაში შეკრებილ საგარეო საქმეთა მინისტრებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ჩრდილო კორეის მმართველი რეჟიმის "უგუნურებას" ადასტურებს.
ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის თანახმად, კომერციული თვითმფრინავი დაახლოებით 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა იმ ბალისტიკური რაკეტის გავლენის ზონიდან, რომელიც 28 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეიდან გაუშვეს. ამავე რადიუსში იგივე დროს 9 სხვა თვითმფრინავი მოძრაობდა.
ტილერსონი აცხადებს, რომ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრი მოქალაქე საფრთხის ქვეშაა და სამოქალაქო თვითმფრინავების მიმართ არსებული საფრთხე სავსებით რეალურია.
Facebook Forum