„ვაშინგტონ პოსტი“ გაიყიდა. მას ახალი მეპატრონე ჰყავს - ჯეფ ბეზოსი, ვებგვერდ „ამაზონის“ მფლობელი. ამის შესახებ 5 აგვისტოს მკითხველებს შეერთებული შტატების ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა თავად აუწყა. ბეზოსმა გაზეთი და მასთან დაკავშირებული გამოცემები 250 მილიონად იყიდა. ამ ფაქტმა არამარტო მედიაში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც დიდი გაკვირვება გამოიწვია.
„ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკაში უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს. ის შეერთებულ შტატებში ბეჭდური სიტყვის ერთ-ერთი ხატია. ეს არის გაზეთი, რომელიც წლების მანძილზე მთავარი ახალი ამბების, თუ პრობლემების წინ წამომწევად ითვლებოდა, საზოგადოებრივ აზრს აყალიბებდა და შესაბამისად, საკმაო გავლენას ახდენდა დედაქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ელექტრონული მედიის დაწინაურებამ „ვაშინგტონ პოსტს“ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. გაზეთის ცირკულირებამ თანდათან იკლო და მოგებაც დრამატულად დაეცა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დონალდ გრემმა, „ვაშინგტონ პოსტ კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ, თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ გაყიდვის გარდა, მათ სხვა ვეღარაფერი უშველიდა.
„ყოველთვის გვჯეროდა, რომ „ვაშინგტონ პოსტს“ სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდით, გადავარჩენდით. თუმცა ჩვენი სურვილი და მოლოდინი ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე რეალობა“ - განაცხადა გამოცემის თავმჯდომარემ.
ეს ყოველივე მხოლოდ „ვაშინგტონ პოსტის“ პრობლემა არ არის. ბეჭდური გამოცემების უმეტესი ნაწილი იგივე მდგომარეობაშია. მკითხველები შეერთებულ შტატებში თანდათან ინტერნეტ-გამოცემებზე გადადიან, რომელთა შეძენა და მოხმარება ბევრად უფრო იაფიც არის, სწრაფი და მოსახერხებელი.
„ადრე გამოწერილი მქონდა, მაგრამ ეხლა უკვე აღარაფერს ვიწერ. ყველაფერს ინტერნეტის მეშვეობით ვკითხულობ“ - ამბობს „ვაშინგტონ პოსტის“ ერთ-ერთი ერთგული მკითხველი.
რას წარმოადგენს „ამაზონი“ და ვინ არის მისი მფლობელი, რომელიც გავლენიანი გაზეთის მეპატრონედაც გადაიქცა? „ამაზონი“ შეერთებულ შტატებში ინტერნეტ-გაყიდვების ერთ-ერთი პიონერი და ახლა უკვე გიგანტია. „დეილი ფაინანსის“ მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „ამაზონის“ მოგება ბოლო კვარტალში 22 პროცენტით გაიზარდა და 12.8 მილიარდს გაუტოლდა. კომპანიის მეპატრონე, ამერიკის მოქალაქე, ჯეფ ბეზოსი ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგში მთელ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-19 ადგილს იკავებს. მისი ქონება „ფორბსის“ მიხედვით, 25.2 მილიარდს შეადგენს.
გარიგებაში ერთი რამ არის მნიშვნელოვანი „ვაშინგტონ პოსტი“ არა „ამაზონმა“, არამედ პირადად მისმა მეპატრონემ იყიდა. მართალია გაყიდვის ფაქტი მოულოდნელი იყო და საკმაო აურზაური გამოიწვია, მაგრამ ანალიტიკოსები მას პოზიტიურად აფასებენ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჯეფ ბეზოსმა სწორი ნაბიჯი გადადგა, „ვაშინგტონ პოსტისთვის“ კი დრო ძალზე სწორად იყო შერჩეული.
მწერალი და მედიის სწავლებათა პროფესორი „ფორდჰემის უნივერსიტეტში“, პოლ ლევინსონი ამბობს, რომ დადგა დრო, გაზეთმა ფეხი ციფრულ მედიას აუწყოს. ამისთვის კი ინტერნეტ-კომპანიის მფლობელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას ინტერნეტ-სივრცის ეპოქაში, შეიძლება „ვაშინგტონ პოსტისთვის“ საუკეთესო არჩევანი გამოდგეს.
“გაზეთის მომავალი ინტერნეტშია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბეჭდური გაზეთი გაქრება. ის კი არა, ბეჭდურ გაზეთს გადარჩენის საუკეთესო შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ გააგრძელებს აქტიურ, მზარდ, სიცოცხლით სავსე ცხოვრებას ინტერნეტ-სივრცეში. „ამაზონი“ სწორედ ამას სთავაზობს „ვაშინგტონ პოსტს“ - აღნიშნავს მედიის ექსპერტი.
გრემების სამი თაობა „ვაშინგტონ პოსტს“ თითქმის 80 წლის მანძილზე ფლობდა. კავშირი რედაქციას და მეპატრონეს შორის იმდენად მტკიცე და გამძლე ჩანდა, რომ გრემების გვარი მუდმივად გაზეთთან ასოცირდებოდა. ვაშინგტონში გრემებს „ჟურნალისტიკის სამეფო ოჯახსაც“ კი უწოდებდნენ.
„გაზეთი ძალიან გვიყვარდა იმის გამო, რასაც ის წარმოადგენდა და სთავაზობდა მკითხველებს“, ნათქვამი იყო დონალდ გრემის, მისი წინა მესაკუთრის წერილში, რომლის ნაწყვეტები გაზეთის 5 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. „მაგრამ ჩვენი საკუთრების მთავარი არსი ყოველთვის იყო ის, რაც უკეთესი იქნებოდა „ვაშინგტონ პოსტისთვის“ - აგრძელებს ის. წერილის ბოლო ნაწილში კი დონალდ გრემი დასძენს: „დავრწმუნდით, რომ ჩვენი მფლობელობის პირობებში გაზეთი ნამდვილად გადარჩებოდა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის კიდევ უფრო დიდი მიზანი გვამოძრავებდა. გვინდოდა, რომ გაზეთი წარმატებული ყოფილიყო“.
ჯეფ ბეზოსი, „ვაშინგტონ პოსტის“ ახალი მფლობელი გრემების ოჯახს და შოკში ჩავარდნილ რედაქციას არწმუნებს იმაში, რომ გაზეთის მისია და ხასიათი არ შეიცვლება. მისი მართვის პრეროგატივა ძველებურად „პოსტის“ - როგორც მას ვაშინგტონში მოფერებით ეძახიან - რედაქციას დარჩება.
„ის შეერთებულ შტატებში 3-4 საუკეთესო გაზეთს შორისაა. „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო წერილს დიდი მნიშვნელობა და წონა აქვს. მას ყოველთვის კითხულობენ პრეზიდენტები, კონგრესმენები და მათი ოჯახის წევრები“ - ამბობს კრის ტოლესი, ინტერნეტ-მედიის გიგანტის, „ტოპიქსის“ ხელმძღვანელი.
„ვაშინგტონ პოსტს“ ძლიერი და მყარი რეპუტაცია ჰქონდა და აქვს. სწორედ „პოსტში“ მოხდა პირველად ისეთი უმნიშვნელოვანესი პროცესების გახმაურება, როგორიცაა მაგალითად „უოტერგეიტის სკანდალი“, პენტაგონის დოკუმენტების გასაჯაროება, თუ სულ ახლახან, შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს სათვალთვალო პროგრამების გამჟღავნება.