ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მტერს ჩვენი ქვეყნის გულის წაღება უნდა. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ,“- კიევის მერი


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინის დედაქალაქი „მტრის“ ალყაშია და ვითარება „რთულია“, თუმცა აქვე კლიჩკო განმარტავს, რომ უკრაინა მზად არის იბრძოლოს და კიევი არ დათმოს.

„ვითარება რთული და საფრთხის შემცველია. მტერს ჩვენი ქვეყნის გულის წაღება უნდა. მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ კიევს. შეიარაღებული ძალები და მოქალაქეები მზად არიან დაცვან დედაქალაქი...დედაქალაქი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მცველები უზრუნველყოს ყველა საჭირო საშუალებით,“- თქვა კლიჩკომ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსებმა იერიში მიიტანეს კიევის სატელევიზიო ანძაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

"მტერს ჩვენი ქვეყნის გულის წაღება უნდა,"- კლიჩკო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:24 0:00

პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ რუსულმა ავიაციამ დარტყმა მიიტანა ტელეანძის მაუწყებლის საოპერატოროზე. ოფიციალური უწყებები განმარტავენ, რომ ზოგიერთი არხი სარეზერვო მაუწყებლობაზე გადავა და მათი მაუწყებლობა ინტერნეტში მოხვდება. ზუსტად რამდენი არხის გათიშვა მოჰყვა საავიაციო თავდასხმას ამ დროისთვის უცნობია.

გათიშული არხები მაუწყებლობას ინტერნეტში „იუთუბსა“ და „მეგოგოზე“ გააგრძელებენ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთის ჯარები აპირებენ იერიში მიიტანონ კიევში იმ ობიექტებზე, საიდანაც „რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება უკრაინის საინფორმაციო შეტევა".

XS
SM
MD
LG