შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, სამშაბათს ვენესუელის მოსახლეობისადმი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომლითაც დაჟინებით მოუწოდებს, მოსალოდნელ ეროვნული მასშტაბის პროტესტებზე „ხმა ყველას გააგონონ“.
პენსის გზავნილი, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მკვეთრად მემარცხენე მთავრობის პოლიტიკურ ოპოზიციას უჭერს მხარს.
პროტესტისკენ, ოპოზიციის მიერ კონტროლირებულმა და მადუროს მიერ გაუქმებულად გამოცხადებულმა ეროვნულმა კრებამ მოუწოდა.
ოპოზიციის ლიდერ ხუან გუიდოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფიცი დადო, როგორც ეროვნული კრების ხელმძღვანელმა, პენსი თავის მიმართვაში „გაბედულ“ ადამიანს უწოდებს. მან თქვა, რომ ეროვნული კრება ვენესუელაში დემოკრატიის „უკანასკნელი ნაწილაკია“.
მაიკ პენსმა ვენესუელის ოპოზიციას ინგლისურ ენაზე მიმართა, თუმცა რამდენიმე ფრაზა ესპანურ ენაზეც წარმოთქვა. მიმართვა დაასრულა ესპანური სიტყვებით, რომელიც ითარგმნება: „ღმერთს ებარებოდებთ“