შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას, ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნავთობმწარმოებელს, ეკონომიკური სანქციები დაუწესა. საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც ამერიკელებს ვენესუელასთან ნავთობით ვაჭრობას უკრძალავს, ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს მოაწერა.
ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკოლას მადუროს ხელახალ “თაღლითურად” არჩევას უკავშირებს. მადურო ვენესუელას შემდეგი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, განმეორებით მისი არჩევა ვენესუელის “კონსტიტუციურ წყობაზე და დემოკრატიულ ტრადიციებზე იერიშს” წარმოადგენს.
ვენესუელა სანქციებს აღშფოთებით შეხვდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეზამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სანქციები უკანონოა და მას “სიგიჟე, ბარბაროსობა და საერთაშორისო სამართალთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში” მყოფი ნაბიჯი უწოდა.
Facebook Forum