ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს


საარჩევნო უბანი, კარაკასი, ვენესუელა, 15 ოქტომბერი, 2017 წელი
საარჩევნო უბანი, კარაკასი, ვენესუელა, 15 ოქტომბერი, 2017 წელი

ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიცია კვირას ქვეყანაში გამართული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

გუბერნატორების არჩევნები ქვეყნის 23 რეგიონში გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები თავიანთ კანდიდატებსა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ დროისთვის არსებულ არცერთ მონაცემს და ახლა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროა" - განაცხადა გერარდო ბლიდემ, "მრგვალი მაგიდის დემოკრატიული გაერთიანების" ლიდერმა. ამასთან, მან შედეგების სრულად გადასინჯვა მოითხოვა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ამ გაერთიანების კანდიდატებს საარჩევნო პოზიციების ნახევარზე მეტი მაინც უნდა დაეკავებინათ. კვირა საღამოს კი, ხელისუფლების მხარდამჭერმა ქვეყნის საარჩევნო კომისიის ლიდერმა, თიბისაუ ლუსენამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სოციალურტური პარტიის 17-მა კანდიდატმა გაიმარჯვა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებიდან კი მხოლოდ ხუთმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰეთერ ნაუერტიმ პარასკევს ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციაზე საუბრიას განაცხადა, რომ ამერიკა შეშფოთებულია მადუროს ხელისუფლების ქმედებებით, რომელიც დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნებზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს. მისივე თქმით, ეროვნული საარჩევნო კომისიის ქმედებებიც ბევრ კითხვას აჩენს საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობის შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG