ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადურო ვენესუელის პრეზიდენტი მეორე ვადით ხდება


ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის სათავეში დარჩენას მეორე ექვსწლიანი ვადით აპირებს. დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ვენესუელის ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და კენჭისყრა დიქტატორის "კორონაციას" შეადარა. საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობამ კი პროცესი მკაცრად დაგმო.

55 წლის მადურო, რომელიც წარსულში ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, სავარაუდოდ იოლად გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიზისი ღრმავდება და მოსახლეობას საკვები არ ჰყოფნის. ვენესუელაში, რომელიც არცთუ ისე დიდი ხანის წინ ნავთობის მსხვილი ექსპორტიორი იყო, ინფლაცია მძვინვარებს.

მადუროს მთავარი მეტოქე ყოფილი გუბერნატორი ჰენრი ფალკონია. მის შანსებს ამცირებს ის, რომ ოპოზიციას არჩევნებში კიდევ ერთი კანდიდატი, ევანგელისტი პასტორი ხავიერ ბერტუჩი ჰყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG