ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, 3 პოლიციელი კი დაშავდა. ქვეყნის ნაწილი საპროტესტო აქციების გამო პარალიზებულია. ქუჩები ბარიკადებითაა გადაკეტილი. პოლიციამ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა ვენესუელის ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
მოქალაქეთა სისტემატური დევნა, "სახელმწიფო ტერორი" და კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობის მიერ - ეს მიზეზები დაასახელა დიპლომატმა გადადგომის მიზეზად.
საინფორმაციო სააგენო "Associated Press:-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთშაბათ საღამოს ისაია მედინამ განაცხადა, რომ ვენესუელა "არშემდგარი სახელმწიფოა" და განმარტა, რომ "ეს არის აბსოლუტური დიქტატურა და მადუროს არ აქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა"
მედინა იურისტია, რომელიც გარემოსდაცვით საკითხების სპეციალისტია. ის იყო მინისტრის მრჩეველი ვენესუელის გაეროს მისიაში. ის მადუროს მოუწოდებსა დატოვოს კაბინეტი, რათა ახალი მთავრობა შეუდგეს საქმიანობას.
ვენესუელის ელჩი გაეროში აცხადებს, რომ მედინა გაათავისუფლეს "უპატიოსნო ქმედებებისთვის"
Facebook Forum