ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასტრაზენეკას" სამი დოზა ომიკრონისგან იცავს


“ასტრაზენეკას“ ვაქცინის სამი დოზა, კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგაც ეფექტურია. განცხადება კომპანიამ ხუთშაბათს გააკეთა, მათი მონაცემები ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიულ კვლევას ეყრდნობა.

კვლევის თავდაპირველ შედეგებს, სამედიცინო წრეებში განხილვის ეტაპი ჯერ არ გაუვლია და სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, "ასტრაზენეკას" ეფექტურობა „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ბუსტერის დოზებისას უტოლდება.

განსხვავებულია სურათი ჩინური „სინოვაკის“ შემთხვევაში. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის მესამე დოზა, არ ქმნის საჭირო ანტისხეულებს, ვირუსის ომიკრონის ვარიანტთან საბრძოლველად. ამის შესახებ ჰონტ-კონგელი მკვლევრები აცხადებენ. მათი ანალიზის მიხედვით, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის სამი დოზა, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩინური ვაქცინა. აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება „სინოვაკს“ ჯერ არ გაუკეთებია.

„ფაიზერი“ და მისი გერმანული პარტნიორი „ბიონტექი“ აცხადებენ, რომ სამი დოზა, ომიკრონის ვარიანტის განეიტრალებას ეფექტურად უწყობს ხელს.

„სინოვაკისა“ და სახელწიფოს კუთვნილი კომპანიის „სინოფარმის“ ვაქცინები, ჩინეთში ყველაზე მეტად გამოყენებული ვაქცინებია. ჩინეთს ვაქცინა ასევე აქტიურად გააქვს ექსპორტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG