ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ფაიზერს ომიკრონისთვის ადაპტირებული ვაქცინა შეუკვეთა


ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ "ომიკრონზე" ადაპტირებულ, "ფაიზერ-ბიონტექსის" კოვიდ 19-ის ვაქცინის 180 მილიონზე მეტ დოზას შეიძენენ. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

"ფაიზერმა" და "ბიონტექმა", კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, "ომიკრონზე" მორგებული ვაქცინის პროტოტიპის შემუშავება ნოემებერში დაიწყეს და როგორც მწარმოებლები აცხადებენ, მზად მარტში იქნება.

“ფაიზერ-ბიონტექთან ჩვენი მესამე კონტრაქტის ფარგლებში, წევრი ქვეყნები შეთხნხმდნენ ადაპტირებული ვაქცინის 180 მილიონზე მეტი ოდენობის, დამატებითი დოზების, პირველი ტრანშის თაობაზე” - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

"ფაიზერ/ბიონტექთან" დადებული უახლესი კონტრაქტი, ევროკავშირს 2023 წლამდე 1.8 მილიარდი დოზა ვაქცინის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ამ რაოდენობის ნახევარი უკვე შეკვეთილია.

“მიუხედავად იმისა, რომ გვჯერა ვაქცინის ადაპტირებული ვარიანტის მიწოდება 2022 წლის მარტისთვის შეგვიძლია, ჯერ კიდევ არ ვიცით, იქნება თუ არა ის საჭირო. მისი მიწოდება, მარეგულირებლების ავტორიზაციას მოითხოვს” - აცხადებს "ფაიზერი".

ამ დროისთვის, ევროპის მედიკამენტების სააგენტო აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინის ადაპტირებული ვერსიაა საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG