ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების ყრილობა


ობამას კამპანიაში დიდი წილი აფროამერიკელებს ეკუთვნით

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში დემოკრატიული პარტიის ყრილობა მიმდინარეობს, სადაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია ისევ ბარაკ ობამას კანდიდატურას წარადგენს. დეტალებს ადგილიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჯიმ მელონი არკვევდა.

შარლოტის ქუჩები მთელი კვირაა დემოკრატიული პარტიის წევრებით არის სავსე. ქუჩის მქადაგებელი, ჯასტინ ედვარდსი ამბობს, რომ უკვე დადგა არჩევანის დრო. ედვარდსი ერთერთი იმ ქუჩის მქადეგებლებს შორის, რომელთაც ფლორიდელი სკოტ სმიტსი ხელმძღვანელობს. ის მაღალი დონის შეკრებებს ესწრება ხოლმე, ისეთი როგორიცაა პარტიული ყრილობები, ან თუნდაც ახლახანს ლონდონში ჩატარებული ოლიმპიადა.

„ეს სიტყვის და რელიგიის თავისუფლების ერთგვარი ვარჯიშია და ამ ქვეყნის წყალობით ჩვენ ეს უფლებები გაგვაჩნია,“ - ამბობს სმიტი.

ოდნავ მოშორებით, დენიელ რობერტსონი დემოკრატების ყრილობის პროგრამებს ყიდის, რომელზედაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფოტოა გამოსახული.

ანალოგიური საქმით ის ფლორიდაში რესპუბლიკელების ყრილობაზე იყო დაკავებული, თუმცა, შარლოტში მისი საქმიანობა უფრო წარმატებულია.

„მე ფლორიდაშიც ვიყავი, თუმცა მასთან შედარებით აქ ნამდვილი კარნავალია. ძალიან მეგობრული ხალხია და შესანიშნავი განწყობაა,“ - ამბობს რობერტსონი.

სლიტერ დოვერი ყრილობის დელეგატია. ის 65 წლის აფროამერიკელია, რომელიც სამხრეთ კაროლინაში სეგრეგაციაში გაიზარდა. ის იმ მწარე წლებს იხსენებს, როდესაც სეგრეგაცის კანონის დარღვევისთვის მისი დაც კი დააპატიმრეს. ის იმედით იხსენებს იმ დღეს, როდესაც ბარაკ ობამა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

„ჩვენ არ გვჭირდება ენთუზიაზმი. უბრალოდ კარგი მეხსიერება გვინდა. უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი საკმარისია ჩვენთვის,“ - ამბობს დოვერი.

მის მსგავსად ხანდაზმულ აფროამერიკელებს ნოემბრის არჩევნები ამერიკის ისტორიაში წყალგამყოფ მომენტად მიაჩნიათ. დოვერი თვლის, რომ თუ პრეზიდენტად ობამას არ აირჩევენ, ქვეყანას წარსულში დაბრუნება ემუქრება.

უნდა ითქვას, რომ ობამას კამპანიაში დიდი წილი აფროამერიკელებს ეკუთვნით. სწორედ ეს ნაწილი ითვლება მოსახლეობაში პრეზიდენტის ყველაზე ერთგულ დასაყრდენად.
XS
SM
MD
LG