ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ შეცვლის კოფი ანანს?


გაეროში სირიის საგანგებო ელჩად კოფი ანანის შემცვლელის კანდიდატურაზე ორი კვირაა მსჯელობდნენ. არჩევანი ვეტერან ალჟირელ საზოგადო მოღვაწეზე, ლაქდარ ბრაჰიმიზე შეჩერდა. ბრაჰიმი სირიაში გაეროსა და არაბული ლიგის ერთობლივ მისიას ჩაუდგება სათავეში და პირველადიდა უშუალო მოვალეობად სირიაში მიმდინარე ძალადობის შეწყვეტა ექნება. კოფი ანანმა ეს თანამდებობა მშვიდობის დამყარების ძალისხმევაში პროგრესის არარსებობის გამო დატოვა.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინიდან გვატყობინებს, რომ გენერალური მდივნის განცხადება მისმა სპიკერმა ედუარდო დელ ბუიმ გაახმოვანა.

ბუიმ განაცხადა, რომ ბან კი მუნი აფასებს ლაქდარ ბრაჰიმის სურვილს საკუთარი დიდი გამოცდილება და მონდომება ამ მნიშვნელოვანი საკითხის დარეგულირებას დაუთმოს და ამ საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი ექნება.

ლაქდარ ბრაჰიმი წარსულში ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს სპეციალური წარგზავნილი იყო ერაყსა და ავღანეთში.
გაეროს განცხადებაში ხაზგასმულია ძალადობის გამწვავების მოლოდინი თუ დაპირისპირება და მილიტარიზაცია გაგრძელდა, რაც მშვიდობის დამკვიდრებაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.

ბრაჰიმის დანიშნვასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის პრეს ცენტრის ასისტენტმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაეროსთან ერთად იმუშავებს სირიაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.
ამ ფონზე, საერთაშორისო დონეზე გრძელდება განხილვები თუ როგორ უნდა დამთავრდეს სირიის კრიზისი. რუსეთმა, რომელიც უშიშროების საბჭოს ერთერთი ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფოა, უვადოდ გადადო პარასკევს დაგეგმილი გაეროს სამოქმედო ჯგუფის შეხვედრა. სამოქმედო ჯგუფის შექმნის ინიციატივით თავად რუსეთი ერთი დღით ადრე გამოვიდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია იტყობინება, რომ შეხვედრის გადავადება ჯგუფის რამდენიმე წევრის მოთხოვნით მოხდა, თუმცა სხვა წყაროების თანახმად რუსული ინიციატივის მიმართ ქვეყნების ინტერესის ნაკლებობა შეინიშნება
თურქი და ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა სირიაში მიმდინარე მოვლენები იყო. ორივე აღნიშნული ქვეყანა სირიის ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრება.

ანკარაში გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე, ლორენ ფაბიუსმა და აჰმად დავუთოღლუმ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეპრესიები დაგმეს. ამასთან დავუთოღლუმ სირიელი ლიდერის მიერ ქალაქ ალეპოზე განხორციელებული ზეწოლა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეაფასა.
ცოტა უფრო ადრე კი ფაბიუსმა ასადის რეჟიმის დასრულებისკენ მოუწოდა.

„სირიის რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. დევნილთა და თვითმხილველთა მოსმენის შემდეგ, ბაშარ ალ ასადის მრავრობა არსებობას არ იმსახურებს “-თქვა ფრანგმა მინისტრმა

თურქეთის უმაღლესი დიპლომატი მიესალმა სირიაში გაეროსა და არაბული ლიგის საგანგებო რწმუნებულის-ლაქდარ ბრაჰიმის დანიშვნას და თქვა, რომ ბრაჰიმის საქმიანობის წარმატება გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

თურქმა და ფრანგმა მინისტრებმა განიხილეს სირიის კრიზისის გავლენა რეგიონზეც. ხაზგასმული იყო ანკარას არაერთგზის მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ფინანსური ვალდებულებების გაზიარებასთან დაკავშირებით როცა საქმე სირიელი დევნილების განთავსებას ეხება.
ლორენ ფაბიუსი ლიბანსა და იორდანიშაციც ჩავა. მისი ვიზიტი რეგიონში ემთხვევა გაეროს სადამკვირვებლო მისიის ვადის ამოწურვას სირიაში, თუმცა უშიშროების საბჭოს იმედი აქვს, რომ სირიაში პოლიტიკური ოფისის გახსნას მოახერხებს.

პარასკევს სირიის იმ ქალაქების მოსახლეობამ, რომლებიც მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ არიან, დემონსტრაციები გამართეს და მთავრობის მიერ ძალის გამოყენება გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოხატეს ქალაქ აზაზის მოსახლეობის მიმართ, სადაც ოთხშაბათს მთავრობის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშისას 50 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG