ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონის საიმიგრაციო კანონი


კანონი შტატის პოლიციას არაკანონიერი ემიგრანტების დაკავებას გაუადვილებს

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ არიზონას შტატის საემიგრაციო კანონის ნაწილი, რომელიც შტატის პოლიციას არაკანონიერი ემიგრანტების დაკავებას უადვილებდა, არაკონსტიტუციურად ჩათვალა.

თუმცა, სასამართლომ განაცხადა, რომ კანონის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტ დავას იწვევდა ემიგრანტების უფლებადამცველთა შორის, კონსტიტუციურია. კანონის ეს მუხლი პოლიციის ოფიცერს უფლებას აძლევს ნებისმიერ დაკავებულ ადამიანს ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვოს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არა-საემიგრაციო საკითხთან დაკავშირებით იყო გაჩერებული.

არიზონის შტატის კანონის ოპონენტები აცხადებენ, რომ შტატის დონეზე საემოგრაციო კანონის მიღება არაკონსტიტუციურია, დადგანაც ემიგრაციის რეგულირება ფედერალური მთავრობის პრეროგატივაა და არა შტატის.
XS
SM
MD
LG