ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონას საიმიგრაციო კანონი


ოთხშაბათს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო არიზონას შტატის საიმიგრაციო კანონს განიხილავს. ამ კანონის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს საგზაო მოძრაობის ან სხვა ქმედების დროს მოქალაქეს საიმიგრაციო სტატუსი შეუმოწმოს. თუ რამდენად შეესაბამება არიზონაში მიღებული კანონი ფედერალურ კანონმდებლობას, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კაროლი პრეშუტი არკვევდა.

ალჰასან ფონგონო გიტარაზე უკრავს და შემდეგ თავის მუსიკას იუთუბზე ათავსებს. მან შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც მისმა საპროტესტო სიმღერებმა ნიგერის მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა არიზონაში ახალი საიმიგრაციო კანონის მიღების შემდეგ ის იძულებული გახდა უკან, ნიგერიში დაბრუინდებულიუყო, სადაც ალჰასანი დააპატიმრეს. ამერიკის ხმა მას სკაიპით დაუკავშირდა.

„მე ძალიან მომწონს შეერთებული შტატები, თუმცა არიზონას კანონი არ არის კარგი. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მომთხოვა და მე მას ჩემი სამუშაო უფლება ვაჩვენე. ცოტა ხანში პოლიცია მოვიდა. თითქოს ვინმე მოვკალი,“ - იხსენებს ალჰასანი.

ის ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა არიზონას ოფიციალური პირებს სხვა რამის მიღწევა სურდათ. არიზონას შტატი მექსიკას ესაზღვრება. გუბერნატორმა ჯენ ბრივერმა განაცხადა, რომ ის არალეგალურ იმიგრანტებს ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ მათ თავად დატოვონ შტატი. კანონის თანახმად, ყველა ლეგალურმა იმიგრანტმა მუდამ თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააპატიმრებენ. ასევე, ეჭვის შემთხვევაში პოლიციას უფლება აქვს პიროვნებას საიმიგრაციო სტატუსი შეუმოწმოს.

ამ კანონის მიღების საფუძველი არიზონაში არალეგალური იმიგრანტების მოჭარბება გახდა. ბოლო დროს მათმა რაოდენობამ 460 ათასს მიაღწია. მაიკლ მაკლაგინი საიმიგრაციო რეფორმის საბჭოს წევრია. ის ამბობს, რომ ამ კანონს განახლება სჭირდება. მისი მეუღლე გერმანელი ემიგრანტია და 42 წლის წინ მოქალაქეობის მისაღებად ყველა კანონიერი გზა გაიარა. მაიკლი და მისი მომხრეები 50 ვე შტატში ითხოვენ კანონის გამკაცრებას და უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციასაც გეგმავენ.

„ჩვენ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 8 მილიონი არალეგალური იმიგრანტი გვყავს. მათგან 7 მილიონი არასასოფლო სამეურნეო სამუშაოზეა დასაქმებული. და ამავდროულად 22 მილიონი ამერიკელი სრულიად უმუშევარია,“ - ამბობს მაიკლი.

ეროვნული იმიგრაციის ფორუმის წევრი ალი ნორანი არიზონას კანონს არ ეთანხმება, თუმცა საიმიგრაციო კანონმდებლობის დახვეწას აუცილებლად მიიჩნევს.

უზენაესი სასამართლო არიზონას კანონის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებს.

XS
SM
MD
LG