ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ცდილობს ელექტროქსელი ჰაკერული თავდასხმებისგან დაიცვას


იმ დროს, როდესაც ამერიკის ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, ყოველდღე უმაგალითო რაოდენობის კიბერ-თავდასხმების სამიზნეა, ფედერალური მთავრობა იწყებს მოქმედებას, რათა ელექტროქსელში პოტენციურად დამანგრეველი ჰაკერული შეღწევა არ დაუშვას.

სამშაბათს, აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტმა ქვეყნის ელექტრო ინფრასტრუქტურის გამაგრების და კიბერ-თავდასხმების აღმოჩენის და განეიტრალების შესაძლებლობების გაზრდის 100-დღიანი გეგმა გამოაცხადა.

ელექტრო ინდუსტრია იყო მათ შორის, რომლებსაც ცოტა ხნის წინ “სოლარ უინდის” და “მაიკროსოფტ იქსჩეინჯის” პროგრამულ უზრუნველყოფაზე კიბერ-თავდასხმამ და მონაცემთა ბაზაში შეღწევამ საფრთხე შეუქმნა. თუმცა, ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ გეგმის გამოცხადების დროის შერჩევა აღნიშნულ მოვლენებთან პირდაპირ კავშირში არ იყო.

შეერთებული შტატების მთავრობამ “სოლარ უინდზე” თავდასსხმაში ბრალი რუსეთის საჯაშუშო სააგენტოს დასდო. “მაიკროსოფტმა” თქვა, რომ სისუსტეები მისი ელექტრონული ფოსტის და კალენდრის იმ პროგრამებში, რომლებიც კორპორატიული და სამთავრობო მონაცემთა ცენტრებისთვისთვისაა განკუთვნილი, ბოროტად გამოიყენა პირველ რიგში ე.წ. “ჰაფნიუმ ჯგუფმა”, რომელიც ჩინეთშია ბაზირებული.

ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრო საიმედოობის კორპორაციამ, არაკომერციულმა მარეგულირებელმა ორგანომ, რომელიც აშშ-ის და კანადის ქსელებს ზედამხედველობს, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრო ქსელის ობიექტების დაახლოებით 25-მა პროცენტმა “სოლარ უინდის" გასატეხი პროგრამა ჩამოტვირთა.

სამშაბათს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ დარგის მხრიდან გაჟღერდა გარკვეული კრიტიკა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ პაკეტში, ელექტროქსელის უსაფრთხოება ჩართული არ იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG