ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხაზინის მდივანი: "ტრამპი ბედნიერი იქნება მეტ ჩინურ პროდუქტზე იმპორტის დაწესებით"


ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი "ბედნიერი იქნება", თუკი ჩინეთიდან იმპორტირებულ მეტ საქონელზე დააწესებს ტარიფს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის პრეზიდენტთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ვერ მოხერხდა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს ამ თვის ბოლოს, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, იაპონიაში შეხვდება.

"ჩვენ უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ, ვფიქრობ, შეთანხმების 90% უკვე მიღწეული იყო. ჩინეთმა კი გადაწყვიტა ზოგიერთ საკითხს უკან დაბრუნებოდა", - განაცხადა მნუჩინმა CNBC-ის ეთერში. პეკინი ამ ბრალდებას უარყოფს.

"ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები", - განაცხადა მნუჩინმა და თქვა, რომ სამომავლო ნაბიჯები სწორედ თვის ბოლოს, 28-29 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG