დღეს, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამერიკის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე გაზრდილი ტარიფების დაწესების შემდეგ, პეკინიც აწესებს ტარიფებს 60 მილიარდის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ზომა 1 ივნისს ამოქმედდება და შეეხება 5,140 ამერიკულ პროდუქტს, რომლის შეტანაც ჩინეთში ხდება. პეკინის განცხადებით, ეს არის პასუხი აშშ-ის ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე. სამინისტროს თქმით „ჩინეთი არასდროს დანებდება უცხოურ ზეწოლას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და შეგვწევს უნარი, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები დავიცვათ. კვლავ გვაქვს იმედი, რომ აშშ-სთან, ამ ეტაპზე, შეთანხმება მოხდება.“
თეთრი სახლის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი კუდლოუმ „ფოქსის“ ტელევიზიას უთხრა, რომ ”მზარდი სავაჭრო ომით ორივე მხარე იზარალებს.
Facebook Forum