ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ „Great Wall Motor“ რუსეთში ახალი ქარხანა გახსნა. ახალ საწარმოს შეეძლება ყოველ წელს 80,000 მანქანა გამოუშვას, განაცხადა რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა. 2020 წლისთვის წარმოება, თითქმის, გაორმაგდება და ყოველწლიურად 150,000 მანქანამდე გაიზრდება, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ქარხანა Haval F7-ის ტიპის მანქანებს გამოუშვებს.
თავად კომპანია ამბობს, რომ ეს რუსეთში ჩინური მწარმოებლებისგან ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება და ის, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
2018 წელს ჩინურმა კომპანიამ რუსეთში გაყიდვები 70%-ით გაზარდა.
Facebook Forum