რუსეთი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ახალი სანქციები "დესტრუქციული" და ამავე დროს "გამოუსადეგარია". რუსეთთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ჩინეთს და სინგაპურს.
ამერიკაში გაიყინება იმ კომპანიების ანგარიშები, რომელთაც სანქციები დაედო. ამერიკელებს და ამერიკულ ფირმებს კი მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალება.
მორიგი ამერიკული სანქციების შესახებ განცხადება ოთხშაბათს გაკეთდა. ვაშინგტონი ამ ქვეყნების 3 კომპანიას ჩრდილოეთ კორეის დახმარებაში ადანაშაულებს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული სანქციები ისეთ დროს გამოცხადდა, როცა საჭიროა "ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევა", რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემა მოგვარდეს. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებები ჩაშლის საფრთხის ქვეშ დააყენოს.
Facebook Forum