ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის საქმე განხილვის თემად რჩება


დღეს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თავის თურქ კოლეგას, დაპატიმრებული ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების საკითხზე სასაუბროდ შეხვდა. ტრამპის ადმინისტრაციამ, ბრანსონის პატიმრობის გამო თურქ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. თურქეთი აცხადებს, რომ სანქციები მიუღებელია.

პომპეო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს სინგაპურში, „ასეანის“ შეხვედრის კულუარებში ესაუბრა. ჩავუშოღლუსთან შეხვედრამდე, პომპეომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა თურქეთი გააფრთხილა, დრო იყო ბრანსონი შინ დაებრუნებინათ. შეხვედრის შემდეგ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დისკუსიამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

მანამდე ანკარამ პირობა დადო, რომ ვაშინგტონის მიერ თურქეთის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებზე დაწესებულ სანქციებზე სამაგიეროს გადაიხდიდა. თურქეთის პრეზიდენტი ამ დაპირისპირებაზე საუბარს მეტწილად ერიდებოდა და სანქციების გამოცხადების შემდეგ ტრამპის პირდაპირ კრიტიკას თავი აარიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG