ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიის გამო, სანქციები კვლავ გაახანგრძლივონ. დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ექვსი თვით გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეერთებული შტატებიც ატარებს. ამ ფონზე, აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა დაასკვნეს, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა დონალდ ტრამპის კანდიდატურას დახმარებოდა. ამერიკის სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა ბრალი დასდო რუს მოქალაქეებს ამ პროცესში მონაწილეობისა და აღნიშნული სქემით მოქმედებისთვის.
იმ დროს კი, როცა ამერიკელი და რუსი პრეზიდენტების შეხვედრის დეტალები დგინდებოდა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ უარყოფდა ბრალდებებს, რომ რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია და რომ მის არჩევაზე გავლენა მოახდინა.
Facebook Forum