პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტის ტექსტის გამოქვეყნების ნებართვას გასცემს. ცნობას თეთრი სახლის ოფიციალური პირი ადასტურებს. დოკუმენტი, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურ ბიუროში და იუსტიციის დეპარტამენტში პრეზიდენტ ტრამპის მიმართ არსებულ მიკერძოებულობას ადასტურებს.
იგივე წყარო აცხადებს, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამის შესახებ ტრამპმა კონგრესს დღესვე უნდა აცნობოს. ამას გარდა, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტის ტექსტი, მისი გამოქვეყნებისას რედაქტირებული არ იქნება.
დღეს დილით, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ტრამპმა დაწერა, რომ გამომძიებლებმა ძიების პროცესის პოლიტიზირება მოახდინეს. პრეზიდენტის თქმით, ტენდენციურობა რესპუბლიკელების წინააღმდეგ და დემოკრატების სასარგებლოდ იყო მიმართული, რაც შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ მომხდარა.
Facebook Forum