შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებმა შეცვალეს საიდუმლო გრიფის მქონე მემორანდუმის ტექსტი, რომელიც თეთრ სახლს გაუგზავნეს.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილებას გაეგზავნათ თუ არა დოკუმენტი თეთრი სახლისთვის. ანგარიშის პრეზიდენტისთვის გაზიარებას მხოლოდ რესპუბლიკელებმა დაუჭრეს მხარი.
თეთრ სახლს დოკუმენტის გამოქვეყნების უფლება აქვს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას მოისურვებს. წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშში ნაჩვენებია იუსტიციის დეპარტამენტში პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებული ტენდენციურობა.
დემოკრატებმა დღეს კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესს წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ ის დოკუმენტი, რომელის კომიტეტმა განიხილა მნიშვნელოვნად იქნა შეცვლილი პრეზიდენტისთვის გაგზავნამდე და უმცირესობას შეცვლილი ტექსტი არ უნახავს. მათ კომიტეტის ამ ნაბიჯს „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდეს.
Facebook Forum