ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მეორე მოადგილე გადადგა


გადადგა ენდრიუ მაკკაბი, შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მეორე მოადგილე. მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარტიულ მიკერძოებულობას სწამებდა და ამის გამო მწვავედ აკრიტიკებდა. მაკკაბის პენსიაზე გასვლამდე სულ რამდენიმე კვირა რჩებოდა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები მას გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის მეგობრად და თანამოაზრედ მიიჩნევენ. კომი ტრამპმა თეთრ სახლში შესვლიდან სულ რამდენიმე თვეში, 2017 წლის მაისის დასაწყისში გაათავისუფლა. დირექტორის მოვალეობას აგვისტომდე სწორედ ენდრიუ მაკკაბი ასრულებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG