ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: კომი საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებელია


ჯეიმს კომი
ჯეიმს კომი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს კონგრესში ფედერალური საგამომძიებლო ბიუროს ყოფილ დირექტორს ჯეიმს კომის მოუსმინეს, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ აქტიური არ ყოფილა. თუმცა, პრეზიდეტმა პარასკევს დილით კომის უპასუხა და განაცხადა, რომ ის საიდუმლო ინფორმაციის გამვრცელებელია. დონალდ ტრამპმა კომი მაისში გაათავისუფლა, რამაც ბევრი აღშფოთება გამოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ ფედერალური ბიუროს დირექტორი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა.

​კომი ხუთშაბათს სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე წარსდგა. მოსმენისას მან განაცხადა, რომ თეთრი სახლის მიერ მისი გათავისუფლების მიზეზების შესახებ გაკეთებული განცხადება, „სრული და უბრალოდ ტყულია“.

„უეჭვოა, რომ მე რუსეთის გარშემო მიმდინარე გამოძიების გამო გამათავისუფლებს“, - განაცხადა კომიმ. პრეზიდენტი ცდილობდა „შეეცვალა გამოძიების მიმდინარეობა რუსეთის გარშემო“. ეს ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის პირველი საჯარო გამოსვლა იყო, მას შემდეგ რაც ის გაათავისუფლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG