„ფოქს ნიუსის“ უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მით რომნიმ მომხრეთა 23 პროცენტი მოაგროვა და საუკეთესო ადგილას მოხვდა. შედეგად, იგი ტეხასის გუბერნატორს რიკ პერის ოთხი პროცენტით უწსრებს წინ, რომელმაც მხოლოდ ხმების 19 პროცენტი მიიღო. ეს სახეცვლილება საკმაოდ თვალშისაცემია ამ რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ფონზე, სადაც პროცენტული შეფარდებით პერი რომნის ლიდერობდა. თუმცა, სხვა გამოკითხვის მიხედვით, რიკ პერი კვლავ ინარჩუნებს უპირატესობას.
რიკ პერის კანდიდატურის მომხრეთა შესამჩნევი ვარდნა ბოლოდროს დებატებში მისმა წარუმატებელმა მონაწილეობამ განაპირობა.
რესპუბლიკელთა გარკვეული ნაწილი, უპირატესობას, ნიუ ჯერსის გუბერნატორის - ქრის ქრისტის პოლიტიკურ მარათონში მონაწილეობას ანიჭებს. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ქალბატონმა მას ასეც კი მიმართა:
„ ბატონო გუბერნატორო, თქვენ ჩვენ გვჭირდებით. თქვენ უნდა მიიღოთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ქვეყანას სჭირდებით.“
კონსერვატორები მხარს უჭერენ ქრისტის გადაწყვეტილების შესაძლებლობის შეცვლას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. მათ ყველაზე მეტად მოსწონთ ნიუ-ჯერსის გუბერნატორის სურვილი სახელისუფლებო ხარჯების შემცირების შესახებ. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ ქრისტიმ არჩევნებში მონაწილეობისას არ შეცვალა საკუთარი შეხედულები ზოგიერთ სოციალურ საკითხთან დაკავშირებით, ის კონსერვატორებს შორის გარკვეულ გაღიზიანებას გამოიწვევს.
ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური ცენტრის ექსპერტი ჯონ ფორტიერი მიიჩნევს რომ კონსერვატორების სურვილი ქრისტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე და რიკ პერისადმი წაყენებული მოთხოვნა მისი მონაწილეობის შესახებ ამომრჩევლის ეჭვის შედეგად ხდება, რომ მით რომნი მართლაც კონსერვატული კანდიდატია.
„მე ვფიქრობ რომ რესპუბლიკელი რიკ პერი უფრო რელურად ესადაგება რესპუბლიკელთა მოთხოვნებს, სახეა, რასაც ალბათ ვერ ვიტყვით მით რომნიზე.”
დიდი ყურადღება ქრისტის, რომნისა და პერის ირგვლივ, სხვა კანდიდატების მონაწილეობას წინასაარჩევნო მარათონში ჩრდილავს, მინესოტას შტატიდან მიშელ ბაქმანის მსგავსად. მისთვის ბოლოდროინდელმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ უარყოფითად ჩაიარა.
საარჩევნო პროცესი რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ასარჩევად მომავალი წლის დასაწყისში თავდაპირველად აიოვაში ჩატარდება, რომელასც შემდეგ ნიუ ჰემფშირის შტატში საპრეზიდენტო პრაიმერი მოჰყვება.