ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელ კანდიდატთა წინასაარჩევნო დებატები


რესპუბლიკელ კანდიდატთა წინასაარჩევნო დებატები
რესპუბლიკელ კანდიდატთა წინასაარჩევნო დებატები

ამერიკაში რესპუბლიკელ კანდიდატთა შორის კიდევ ერთი წინასაარჩევნო დებატები გაიმართა.

8 კანდიდატის საუბარი მრგვალ მაგიდასთან ძირითადად ეკონომიკის საკითხებზე მიმდინარეობდა და ის ნიუ ჰემფშირის შტატიდან ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. რესპუბლიკელი ნომინანტები უმთავრესად პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკას მოუნდნენ, თუმცა დროდადრო ერთმანეთსაც ესხმოდნენ თავს. საზოგადოებრივი გამოკითხვებით რესპუბლიკელ კანდიდატთა სიას მიტ რომნი ლიდერობს.

„ამერიკის პრიორიტეტია ავირჩიოთ კანდიდატი, რომელიც ორივე პარტიიდან ისეთ გუნდს შეკრებს, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები იქნება მთავარი, და არა ხელმეორე არჩევა“ - განაცხადა მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა.

რიკ პერი ძირითადად პრეზიდენტის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროექტს აკრიტიკებდა.

„გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არ ესმის, თუ როგორ უნდა შეიქმნას დოვლათი ქვეყანაში. მან ბიზნესმენებს ზედმეტი გადასახადი დაუწესა და ზედმეტი კანონებით შეზღუდა ისინი“ - ამბობს ტეხასელი გუბერნატორი, რომელიც უკანასკნელ რამდენიმე დებატებზე დამარცხდა და მიტ რომნის პოპულარობით მნიშვნელოვნად ჩამორჩა.

XS
SM
MD
LG