შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ამერიკის სასაზღვრო პატრულის წარმომადგენლები "ფეისბუქის" ჯგუფში რასისტულ, ძალადობრივ და სექსისტურ მასალებს აქვეყნებენ. გამოცემა "პროპაბლიკა" ამტკიცებს, რომ ჯგუფის წევრთა თავდასხმის ობიექტები არიან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მომავალი მიგრანტები და ის კანონმდებლები, რომლებიც წარმოშობით ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არიან.
საუბარია სექსუალური შინაარსის ფოტოებზე, დაღუპულ მიგრანტებზე მიმდინარე ხუმრობებზე, მათ შორის, წყალში დამხრჩვალი მიგრანტი მამა-შვილის გახმაურებულ ფოტოზე და ა.შ. ამ ფოტოს შესახებ ჯგუფში ამბობენ, რომ ის დემოკრატებმა და ლიბერალებმა გააყალბეს, რადგან რეალობაში, "მოტივტივე" სხეული ასე "სუფთად" არ გამოიყურება.
"პროპაბლიკა" იუწყება, რომ აღნიშნული "ფეისბუქის" ჯგუფის სახელია "აი-ემ 10-15". მის წევრებში თავდასხმის პოპულარული ობიექტია კონგრესის დემოკრატი წევრი ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი. მის მიმართ ჯგუფში სექსისტურ გამოთქმებს არ იშურებენ. ერთ-ერთ ყალბ ფოტოზე სექსუალური აქტია, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი და ოკასიო-კორტეზი მონაწილეობენ.
Facebook Forum